Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ აშშ-ის კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა კონგრესს დღესვე წარედგინოს კანონპროექტი - MEGOBARI Act, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ შემუშავდა. ამის შესახებ რაუფოღლუ X-ზე წერს:
,,განახლება!!! მოსალოდნელია, რომ "საქართველოს სანქციების" ინიციატივა (MEGOBARI Act-ის კანონპროექტი) სავარაუდოდ, დღესვე იქნება წარდგენილი. კონგრესიდან წყარომ მაცნობა", - წერს Foreign Press USA-ს კორესპონდენტი.
POLITICO-მ კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი მოიპოვა, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.
UPDATE!!!! “Georgia Sanctions” legislation, (aka MEGOBARI bill) is expected to be introduced as early as today, a congressional source tells me. #StandWithGeorgianPeople #NOtorussianlaw
— Alex Raufoglu (@ralakbar) May 23, 2024