ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ქრთამის აღების ბრალდებით, რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილე დააკავეს

როგორც BBC წერს, რუსეთის სამხედრო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, კავშირგაბმულობის სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ ვადიმ შამარინს. სამხედრო პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში სდებს ბრალს.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, შამარინის ოფისში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ჩხრეკა, რის შემდეგაც ის დაკითხვაზე გადაიყვანეს და დააკავეს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ციხეში მაღალი რანგის რუსი სამხედრო რამდენჯერმე მოხვდა. ყველაზე გახმაურებული საქმე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ტიმურ ივანოვის საქმე, რომელსაც ერთი მილიარდი რუბლის ქრთამის აღებაში ედება ბრალი.

ივანოვის შემდეგ დააპატიმრეს თავდაცვის სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი, ხოლო სულ რამდენიმე დღის წინ 58-ე არმიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ივან პოპოვს ბრალი წარუდგინეს.