ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი მშვენიერაძე: პოლიციის შენობასთან აქციის ჩატარება 20-მეტრიანი დისტანციის დაცვით შეიძლება

ხელისუფლების პროპაგანდისტებმა შეთხზეს ტყუილი, რომ პოლიციის შენობასთან აქციის ჩატარება აკრძალულია და მარში, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, უკანონოა. ამას ავრცელებენ სოციალურ ქსელებში და ჯგუფებში, ხალხის დასაფრთხობად, - ამის შესახებ იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პოლიციის შენობასთან, ისევე როგორც სხვა ადგილას, თავისუფლადაა შესაძლებელი აქციის ჩატარება, თუმცა მონაწილეებმა 20-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან.

,,პოლიციის შენობასთან აქციის ჩატარება ისე შეიძლება, როგორც სხვაგან, თუმცა 20 მეტრიანი დისტანციის დაცვით. ხვალ მნიშვნელოვანი მარშია, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე (ორთაჭალა), სადაც აქციის მონაწილეები მხარდაჭერას გამოუცხადებენ აქციაზე პოლიციის მიერ უკანონოდ დაკავებულებსა და ნაცემ ადამიანებს.
ეს აწუხებს ხელისუფლებას და შსს-ს, ამიტომ ხელისუფლების პროპაგანდისტებმა შეთხზეს ტყუილი, რომ პოლიციის შენობასთან აქციის ჩატარება აკრძალულია და მარში, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს უკანონოა. ამას ავრცელებენ სოციალურ ქსელებში და ჯგუფებში, ხალხის დასაფრთხობად.
თუ სადმე ასეთი პოსტი შეგხვდებათ, შეგიძლიათ ეს სტატუსი დაუკოპიროთ და დაუკომენტაროთ, ან უბრალოდ გადააშეაროთ",- წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე, ხვალ მარში გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი გააპროტესტებენ სამართალდამცავების მხრიდან აქტივისტების მიმართ ძალადობას, ასევე სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტის მონაწილე დაკავებულ და დაზარალებულ მოქალაქეებს.