Fox News-ის ინფორმაციით, კონგრესმენი ჯო ვილსონი 23 მაისს "MEGOBARI აქტს" წარადგენს. როგორც ვილსონი წერს, ქართულ ოცნებას ჰგონია, რომ აშშ იტყუება, როცა სანქციებზე საუბრობს, თუმცა აშშ მოქმედებას აპირებს.
მისივე თქმით, „MEGOBARI აქტი" აჩვენებს, რომ აშშ უპასუხებს ქართველ ხალხთან და პროდასავლურ მომავალთან მათ ფიცის გატეხვას.
„ამათ ჰგონიათ ვიტყუებით, როცა ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის და აშშ-ს კავშირზე თავდასხმისთვის შედეგები იქნება. "MEGOBARI აქტი" აჩვენებს, რომ აშშ უპასუხებს ქართველ ხალხთან მათ ფიცის გატეხვას და პროდასავლურ მომავალთან. ის ასევე აჩვენებს, რომ კონგრესს სურს ძლიერი და ნათელი მომავალი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამაზე მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ ვიმოქმედოთ", - წერს კონგრესმენი ჯო ვილსონი