reuters-ის ინფორმაციით, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, კონკრეტულად 12-დან 21 მაისის ჩათვლით, ქვეყანაში 22 ადამიანი გარდაიცვალა ექსტრემალურად მაღალი სიცხის გამო.
მაღალი ტემპერატურა, 45 ცელსიუსამდე, დაფიქსირდა მექსიკის ტერიტორიის დიდ ნაწილზე. უახლოეს დღეებში კი ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.
მექსიკას მსგავსი უჩვეულოდ ცხელი ამინდები უკვე მარტიდან აწუხებს და ამ პერიოდში, საერთო ჯამში, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 48 ადამიანს მიაღწია.