სანქცირებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენ არ გავცვლით და არ ვივაჭრებთ ქვეყნის ინტერესებით - გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ვეტოსაც დავძლევთ და წინ გადავდგამთ ნაბიჯებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ემუქრებიან სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალეობის შესახებ კანონი მიიღეს.
„ეს არის შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც მიუღებელია. ჩვენ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას არ ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნის ისტორია გვასწავლის, რომ ბევრმა ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის თავი გასწირა. ამიტომ, ჩვენ ეროვნული პოზიცია გვიჭირავს, ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ. მზად ვართ, ეს გზა გავაგრძელოთ. მთავარია, რომ ჩვენ მართლები ვართ და ბოლომდე ასე ვივლით. მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი კანონპროექტების მიღება ხდება და ჩვენს ქვეყანაში ქირურგიულ ჩარევებს არ მივიღებთ. გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ვეტოსაც დავძლევთ და წინ გადავდგამთ ნაბიჯებს“, - აღნიშნა კაჭარავამ.
როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.