ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ანა ნაცვლიშვილი: ამერიკა ადასტურებს, რომ მოქმედებს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება.

ნაცვლიშვილის თქმით, აშშ ადასტურებს, რომ მოქმედებს ქართველი ხალხის, ახალგაზრდობისა და ათიათასობით მოქალაქის მხარდასაჭერად, რომლებიც, მთელი თვეა, ქუჩაში რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ დგანან.

„ადამიანებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს და მტრობენ საქართველოს და აშშ-ს შორის მრავალწლიან მეგობრობას, მოუწევთ პერსონალური სანქციების მიღება. ამერიკა ადასტურებს, რომ მოქმედებს ქართველი ხალხის, ახალგაზრდობისა და ათიათასობით მოქალაქის მხარდასაჭერად, რომლებიც, მთელი თვეა, ქუჩაში დგანან რუსული ხელისუფლების და რუსული გეგმის საწინააღმდეგოდ, რათა საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი დაიცვან. ხდება ქმედებაზე გადასვლა იმ პირების მიმართ, რომლებიც საკუთარი სამშობლოს გაყიდვის ხარჯზე აპირებდნენ, რომ აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში მოეწყოთ კომფორტული ცხოვრება. ეს ასე არ იქნება. ის, ვინც ღალატობს ხალხის ნებას და კონსტიტუციას, მოუწევს პერსონალური პასუხისგება, მათ შორის, არა მხოლოდ ამერიკული სანქციების, არამედ, როდესაც შევქმნით ევროპული სტანდარტის ქართულ მართლმსაჯულებას, ამ ადამიანებს მოუწევთ ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. რაც შეეხება სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, ეს ის უმძიმესი დანაშაულია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინა. ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ მისი რუსული ნაბიჯები ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებდა საქართველოსთან მეგობრობას და პარტნიორობას. ამ ნაბიჯის გადადგმა კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი არჩევნების გზით გაისტუმრებს რუსულ ხელისუფლებას და აირჩევს დემოკრატიის და ევროატლანტიკური კურსის ერთგულ ხელისუფლებას, ეს საკითხი არათუ დღის წესრიგიდან მოიხსნება, არამედ აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა და ახალი ხელისუფლება ძალიან სწრაფად იმუშავებს, რომ საქართველომ მიიღოს ყველა დახმარება და მხარდაჭერა, ვიზალიბერალიზაცია, ვაჭრობის და თავდაცვის სფეროებში უპრეცედენტო შეთავაზება, რაც დაანონსებულია“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.