ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნონა ქურდოვანიძე: მარტო პოლიციელის ან შსს-ს პოზიცია საკმარისია მოსამართლისთვის, რომ პირი დააჯარიმოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ TV24-თან ინტერვიუში იმ სასამართლო პროცესების მიმდინარეობაზე ისაუბრა, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

საია აქციების დროს დაკავებულთა, დაშავებულთა, ასევე, იმ მოქალაქეების უფლებებს იცავს, ვისაც სახელმწიფო გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აკისრებს.

„არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით მიმდინარე დაახლოებით 200-მდე საქმეზე მუშაობს, ამის გარდა, პოლიციამ დაიწყო იმ ადამიანების სასამართლოში დაბარება და დაჯარიმება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გზის გადაკეტვაში. ცუდი ისაა, რომ გასაჩივრება ჯარიმის გადახდას არ აჩერებს. ანუ, ჯერ გადახდა უწევთ ჯარიმის და შემდეგ აპელაციაში განხილვა“ - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლო დაბარებულ პირებს „კონვეიერული წესით“ გამონაკლისის გარეშე აჯარიმებს.

„ჯარიმების რაოდენობა შესაძლოა მილიონ ლარამდეც კი ავიდეს. მარტო პოლიციელის ან შსს-ს პოზიცია საკმარისია მოსამართლისთვის, რომ პირი დააჯარიმოს. იუსტიციის საბჭო საერთოდ გაუმჭვირვალე უწყება გახდა, ინფორმაციის მინიმალური სტანდარტით გასაჯაროებასაც კი აღარ უზრუნველყოფს და ნიშნავს მოსამართლეებს უვადოდ ისე, რომ ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს“ - ამბობს ქურდოვანიძე.