ის სანქციები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ნიშნავს იმას რომ დასავლეთმა ძალიან ადეკვატურად შეაფასა საქართველოში არსებული რეალობა, - ამის შესახებ EPRC-ს უფროსმა მკვლევარმა, გიგი გიგიაძემ TV 24 -თან განაცხადა და აღნიშნა, რომ კონკრეტული სია, თუ ვის ეხება სანქციები 28 მაისის შემდეგ გვეცოდინება.
მისივე თქმით, ამას უკვე მოყვება ფინანსური სანქციები, რომელიც იმ ადამიანებს მოიცავს, ვინც კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებენ და ასევე, მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და მათზე ზეწოლის პროცესში.
„ის სანქციები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ნიშნავს იმას, რომ დასავლეთმა ძალიან ადეკვატურად შეაფასა საქართველოში არსებული რეალობა. დღეს უკვე ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტულად სამგზავრო სანქციების გამოცხადება, სია კონკრეტულად თუ ვის ეხება სანქციები, გვეცოდინება 28 მაისის შემდეგ, როდესაც ოცნება ვეტოს დაძლევს. რა საკვირველია, ამას უკვე მოყვება ფინანსური სანქციები, რომელიც მოიცავს ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ კანონთან დაკავშირებით და რომლებიც მონაწილეობონ სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და მათზე ზეწოლის პროცესში.
ევროკავშირს ექნება სარკისებული დამოკიდებულება ამ სანქციებზე. როგორც ვიცით, ბრიტანეთი და კანადა ამერიკის სანქციებს ეთანხმებიან სინქრონულად, დაუყონებლივ, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაეცნობიან სანქციებს და ერთიანად, ან ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. აქ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც ეკავათ თანამდებობები, ან ახლა უკავიათ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას და სურვილს ეწინააღმდეგება, რომლებიც ცვლიან ამ ქვეყნის საგარეო ვექტორს, ყველანი მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში“,- განაცხადა გიგი გიგიაძემ.