ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

PACE-ს პრეზიდენტი პაპუაშვილს: თქვენ გამოიყენეთ ორი სიტყვა - სტიგმატიზაცია და კრიტიკა. ნუ ავურევთ, ჩვენ არ ვახდენთ სტიგმატიზებას, ჩვენ ვაკრიტიკებთ

თქვენ გამოიყენეთ ორი სიტყვა - სტიგმატიზაცია და კრიტიკა. ნუ ავურევთ: ჩვენ არ ვახდენთ სტიგმატიზებას, ჩვენ ვაკრიტიკებთ, - ასე მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

„ყველამ ვიცით, რომ ამ ორგანიზაციას, რომელიც წელს 75 წლის იუბილეს აღნიშნავს, შეუძლია გააკრიტიკოს თავისი წევრი ქვეყნები, როდესაც ასამბლეა თვლის, რომ ჩვენ პრინციპებს საფრთხე ემუქრება“, - აღნიშნა რუსოპულოსმა.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შიდა და გარე აქტორებმა, სამწუხაროდ განახორციელეს გამჭვირვალობის კანონის სტიგმატიზება.