ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ეს არის მკაფიო მესიჯი საქართველოს ხელისუფლებისთვის.
მისი თქმით, „უცხოელი გავლენის" შესახებ კანონის მიღება შედეგებს მოიტანს.
„მკაფიო მესიჯი საქართველოს ხელისუფლებას, რომ „უცხოელი გავლენის" შესახებ კანონის მიღება შედეგებს მოიტანს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა, რომ ეს სიმართლეა", - წერს ცაჰკნა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ენტონი ბლინკენის განცხადება გამოაქვყენა, სადაც ვკითხულობთ, რომ ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ, ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, არ მიეცეს აშშ-ის ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალება.
A clear message was given to the government of #Georgia🇬🇪 that the “foreign influence” law would bring consequences.
— Margus Tsahkna (@Tsahkna) May 24, 2024
The US has proved this to be true. https://t.co/IBWDeSwjpg