24 მაისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ისრაელის მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორში, კერძოდ ქალაქ რაფაჰში და უნდა უზრუნველყოს კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილი ადგილობრივებისა და იძულებით გადაადგილებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის გზების გახსნა.
გადაწყვეტილებას 15 მოსამართლიდან 13-მა დაუჭირა მხარი, ორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
„ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლა შევწყვიტოთ“, - განაცხადა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ მთავრობის პრესმდივანმა ავი ჰაიმანმა.