ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეები ვერტმფრენის ნაწილების ქურდობისთვის დააკავეს

რუსული მედიის ცნობით, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, ასევე ორი ადამიანი რუსული პასპორტით, რომელთაც სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენ მი-8-ს მოპარული ნაწილები აღმოუჩინეს.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა საფრენი აპარატის უკანონოდ მოპოვებული ნაწილები სარატოვის ოლქში მდებარე ქარხნიდან მიითვისეს. სისხლის სამართლის საქმე ქურდობისა და კონტრაბანდის მცდელობისთვის არის აღძრული. გამოძიება უკვე სწავლობს, ხომ არ აპირებდნენ დაკავებულები ვერტმფრენის ნაწილების უკრაინაში გადატანას.