ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„დახვდი კობახიძეს“ - თსუ-სთან საპროტესტო აქცია იმართება

„დახვდი კობახიძეს" - ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები გეგმავდნენ, რომ პროტესტით დახვედროდნენ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ყოველ შაბათს თსუ-ში ლექციებს ატარებს და ამ ფორმით გაეპროტესტებინათ ,,აგენტების შესახებ" კანონი.

ჯერჯერობით, უცნობია კობახიძე მივიდა თუ არა უნივერსიტეტში, რადგან წინა შესასვლელთან ის არ გამოჩენილა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სტუდენტები კობახიძეს პროტესტით ხვდებიან. ,,აგენტების შესახებ" კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები უნივერსიტეტთან წინა შაბათსაც იყვნენ შეკრებილები.