ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კალაძე აშშ-ის სანქციებზე: ძალიან ცუდია, მაშინ მტრები ვყოფილვართ

თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ სანქციებზე საუბარი პარტნიორული არ არის.

კალაძისთვის სანქციების დაწესება გაუგებარია.

"აბსოლუტურად გაუგებარია, ჯერ ის სანქციების ნაწილი, რომელიც იქნა გაჟღერებული მიმოსვლასთან დაკავშირებით. რის გამო? რის გამო, რომ ქვეყანაში პარლამენტი, რომელიც ქვეყნის უმრავლესობამ აირჩია, იღებს კანონს, რომელიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას. როდესაც ამაზე ახორციელებ ზემოქმედებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაშინ არ ვყოფილვართ მეგობრები, არც პარტნიორები, მაშინ ვყოფილვართ მტრები, ასე გამოდის. ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდია. მოსახლეობას მიაჩნია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის პარტნიორები, მეგობარი ქვეყანა", - აღნიშნა კალაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. კონკრეტულად ვისზე გავრცელდება სანქციები, ჯერჯერობით უცნობია.