ხვალ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სკოლის მოსწავლეები განათლების სამინისტროდან ფილარმონიის მიმართულებით მარშის გამართვას აპირებენ. საპროტესტო მარში 18:00 საათზე დაიწყება.
,,მოსწავლეები ისევ გამოვდივართ ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად! არ ვაპირებთ გაჩერებას და ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის უბრძოლველად ჩაბარებას! 26 მაისს ველოდებით სკოლის მოსწავლეებს თბილისის მაშტაბით და ვატარებთ მშვიდობიან მარშს. შევიკრიბებით 18:00 საათზე განათლების სამინისტროსთან. მზად ვართ, დავუმტკიცოთ ყველა იმ ადამიანს საპირისპირო ვინც თვლის, რომ ქვეყნის მომავალზე ფიქრი არასრულწლოვნების საქმე არ არის. მოსწავლეებო! წინ ევროპისკენ!! არა რუსულ კანონს",- წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.