საქართველოში აშშ-ის საელჩო, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მისალოც პოსტს აქვეყნებს.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე.
შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“, - წერს საელჩო Facebook-ზე.