ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სოციალურ ქსელში ის ქართულ ენაზე წერს - "გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს".
"საქართველოს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მატარებელია. ეს დღე, როდესაც ის ზეიმობს 1918 წელს რუსეთისგან თავის დამოუკიდებლობას, გამოხატავს ქვეყნის თავისუფლების სულისკვეთებას. ვუსურვებ მამაც ქართველ ხალხს სიძლიერეს ყველა დაბრკოლების გადასალახად, რომელიც ზღუდავს მათ გრძელვადიან განვითარებას და კეთილდღეობას, და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მათი სურვილის წარმატებულად შესრულებას. დაე, საქარველოს ტერიტორიული მთლიანობა სრულად იქნას აღდგენილი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს," - წერს ფოტიგა X-ზე.
#Georgia🇬🇪 carries a long and rich history. This day signifies the country’s spirit of freedom, as she celebrates her independence from Russia in 1918.
— Anna Fotyga (@AnnaFotyga_PE) May 26, 2024
I wish the brave people of Georgia the strength to overcome all obstacles that limit their enduring development and prosperity,… pic.twitter.com/T16jqARbor