ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

წულუკიანი: ჩვენთვის ქართველი ერის ინტერესი არის წამყვანი, ამიტომ მივიღებთ კანონებს, რომლებიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება 

ჩვენ გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარია ის თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი.

„ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების, რომელთან ერთადაც ჩვენ ძალიან რთული გზები გამოვიარეთ იმისთვის, რომ ამ რეგიონში და კერძოდ, საქართველოში ყოფილიყო ის ვითარება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დღეს ზეიმით შევხვედროდით 26 მაისს, მაგრამ მთავარი ჩემთვის და იმ ხელისუფლებისთვის, რომლის ნაწილიც მე ვარ, არის ის, თუ რას ფიქრობს ის ერი, რომელსაც ჰქვია ქართველი ერი. ქართველი ერის ინტერესი ჩვენთვის არის წამყვანი. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას“, – განაცხადა წულუკიანმა.