ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

წულუკიანი ჟურნალისტებს: გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ, ვეტოს გადალახვას

გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ, ვეტოს გადალახვას, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს „აგენტების კანონზე“ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კულტურის მინისტრს მედიამ კითხვა დაუსვა, შეუძლია თუ არა დაასახელოს ის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონს მოსახლეობის 60% უჭერს მხარს.

წულუკიანმა ორგანიზაცია არ დაასახელა, თუმცა განმარტა, რომ ამ კითხვას პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ უპასუხა, რომ კვლევა ჩაატარა რესპექტაბელურმა ორგანიზაციამ.