ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ნება თუ არსებობს, არის დიდი ნება იმავე ღირებულებების გაზიარების, მაშინ იქ კრემლის ნარატივის ადგილი არ არის, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გლობალური ომის პარტიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი შეფასებით, „ეს არის კრემლის ნარატივი“.
„ეს არ არის ხუმრობა. სერიოზული საქმეა. ეს არის კრემლის ნარატივი. ამაზე დებატებიც კი არის უკვე ის, რისი გაკეთებაც არ გვინდა, რადგან ეს არის ყალბი ნარატივი. ეს არის საერთოდ არასწორი მიმართულება“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.
იმავე შეკითხვას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს.
„ერთადერთი ომის პარტია მოსკოვში არის. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2014 წელს და ამჟამად აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენი ვალდებულებაა მათ წინაშე, ვინც თავისუფლებას აფასებს, რომ ამ პარტიას ვებრძოლოთ და ეს ომი მოვიგოთ”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.