ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: აცდენილია ქართველი ხალხის მიზნებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას ეხმიანება.

პაპუაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილის გამოსვლა საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი ქართველი ხალხის მიზნებს აცდენილია.

„არ შევაფასებ. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის ეს უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზეპოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას. შეიძლება გამომრჩა, მაგრამ როგორც ვხდები, მან თავის გამოსვლაში ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა, აფხაზებს და ოსებს არ მიმართა. ეს საერთო ჯამში აჩვენებს, სად არის ქალბატონი სალომეს პრიორიტეტები. ის, რომ აცდენილია ქართველი ხალხის მიზნებს. ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრა, მაგრამ მთავარი გამორჩა, ჩვენი მამული, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს გამორჩა მას საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.