ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მზად ვართ ვიმუშაოთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უფრო ხელშესახები პროგრესის მისაღწევად

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ურთიერთობები მომავალშიც სტაბილურად განვითარდება.

„გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. მზად ვართ ვიმუშაოთ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული კონსენსუსის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უფრო ხელშესახები პროგრესის მისაღწევად", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილში.