ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ასეთი მეთოდები ევროკავშირის წევრობასთან თავსებადი ვერასდროს იქნება - 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები კობახიძესა და დარჩიაშვილს შეხვდნენ

ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ირაკლი კობახიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდნენ. ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

„ესტონელ, ისლანდიელ, ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს შევხვდი. პოლიტიკური პოლარიზაცია უბრალოდ ალტერნატიული შეხედულებების აკრძალვით არ უნდა მოგვარდეს. ასეთი მეთოდები ევროკავშირის წევრობასთან თავსებადი ვერასდროს იქნება და ეს შეხვედრაზე ნათლად გავიმეორე", -  წერს X-ზე ლანდსბერგისი. 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია დარჩეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ის ქართველ ხალხს დაპირდა, თუ „უცხოელი აგენტების" კანონზე უარს იტყვის.

„ესტონელი, ისლანდიელი, ლატვიელი და ლიეტუველი საგარეო საქმეთა მინისტრების მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ხელისუფლებას შეუძლია დარჩეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ის ქართველ ხალხს დაპირდა, თუ „უცხოელი აგენტების" კანონზე უარს იტყვის“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.