ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

15 მაისს საქართველოს ბალტიის ქვეყნების და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.

ამის შესახებ ინფორმაცია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი „აგენტების კანონი“

„ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარგუს ცაჰკნასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად.

ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

„ოფიციალური პირები ასევე აპირებენ აზრთა მიმოცვლას საქართველოს რეფორმების პროცესებზე ევროკავშირში მისი ინტეგრაციის პროგრესთან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებიდან, ასევე რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხის მიმართ მდგრადობის გაძლიერებიდან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.