ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და MEGOBARI ACT-ის ავტორი, ჯო უილსონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც ის მიმართვაში წერს, ქართველმა ხალხმა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბროლის გამო, მსოფლიოს „ყურადღება და დაფასება დაიმსახურა."
„ჩვენ ერთად ვუპირისპირდებით კრემლის ბნელ საუკუნეებში საქართველოს დაბრუნების მცდელობას, ვინც ქართველი ხალხის ნებას თავს ესხმის და გამოწვევას უქმნის ჩვენს კავშირს და ჩვენ გვაქვს კავშირი.
ჩვენ ვიცით, რომ მტერი დამარცხდება და ქართველი ხალხი წარმატებას მიაღწევს. მე, როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჩემს კოლეგებთან ერთად, წარვუდგინე კონგრესს „მეგობარი აქტი“, რათა მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიაზე თავდასხმაზე, პასუხი აგონ. ამ კანონმდებლობის სულისკვეთება ასევე მოიცავს ვალდებულებებს, ვიმუშაოთ ჩვენს საერთო მიზნებზე და შევინარჩუნოთ ძლიერი და დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო. ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
ამერიკელი ხალხი დგას ქართველი ხალხის გვერდით, რადგან თქვენ იცავთ თავისუფლებას და დემოკრატიას, რომელიც სიმბოლოა მსოფლიოსთვის“, - აცხადებს კონგრესმენი.