ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

GWP: 27 მაისიდან, მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის მატებაა მოსალოდნელია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, 27 მაისიდან, მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის მატებაა მოსალოდნელია, რაც გამოწვეულია მაისის მეორე ნახევარში მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.

„ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გადმოდინებული ჭარბი წყალი.

წყალდიდობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება „წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის“ დოკუმენტით.

გთხოვთ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.