ორბელიანების სასახლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო კონცერტი გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ანიტა რაჭველიშვილი, ნინო სურგულაძე, ალექსანდრე კორსანტია, გიორგი გიგაშვილი, ანსამბლი "შავნაბადა", „სუხიშვილები“, ლიზი რამიშვილი, მარიამ ქირია, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - კახი სოლომნიშვილი.
ორბელიანების სასახლის წინ, კონცერტი საქართველოს ჰიმნით გაიხსნება, მოსახლეობას სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.