პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ, 26 მაისს, ორბელიანების სასახლის წინ, 21:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო კონცერტი იგეგმება.
მათივე ცნობით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ანიტა რაჭველიშვილი, ნინო სურგულაძე, ალექსანდრე კორსანტია, გიორგი გიგაშვილი, ანსამბლი "შავნაბადა", სუხიშვილები, ლიზი რამიშვილი, მარიამ ქირია, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - კახი სოლომნიშვილი.