ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა“ - ამ ლოზუნგით ფილარმონიასთან მოქალაქეები იკრიბებიან

"მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა" - ამ ლოზუნგით ფილარმონიასთან ,,აგენტების შესახებ" კანონის საწინააღმდეგო და საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მარშს მოქალაქეები უერთდებიან. როგორც ცნობილია მარშს სტუდენტებთან ერთად, აბიტურიენტებიც შეუერთდნენ.

ისინი გეგმავენ, რომ ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკში გადაინაცვლონ. აქციის მონაწილეებს აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

საპროტესტო აქციასა და მარშში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.