,,აგენტების შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგე პირები, ვაკის პარკთან იკრიბებიან. აქციის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლები მსვლელობით თსუ-სთან მივლენ. მათ თან აქვთ ბანერები: ,,ქართული განათლება საფრთხეშია", ,,სოლიდარობა სტუდენტებს" და ა.შ.
როგორც ცნობილია, მარშის მონაწილეები სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლებენ, სადაც მათ პროტესტს თსუ-ს სტუდენტები შეუერთდებიან.
მათი მოთხოვნაა, მთავრობამ ,,აგენტების შესახებ" კანონი გაიწვიოს.