ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ქუთაისის სახელმწიფო უნივერისტეტის გაფიცულ სტუდენტებს ლექტორებიც შეუერთდნენ

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს ლექტორებიც შეუერთდნენ. ახალგაზრდების საყოველთაო გაფიცვა მთელს საქართველოში დღეს დაიწყო.

ეს უნივერსიტეტის ისტორიაშია პირველი მასშტაბური გაფიცვაა. სტუდენტები უერთდებიან იმ საერთო მოთხოვნებს, რასაც ქართველი სტუდენტობა აჟღერებს და ითხოვენ „აგენტების კანონის“ გაწვევას, წინააღმდეგ შემთხვევაში აუდიტორიებში არ შევლენ.

საგაფიცვო პროცესს ქუთაისის სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებული უნივერსიტეტის კიუ-ს სტუდენტებიც.

გაფიცვის მონაწილეები ცოტა ხანში აქცია-მსვლელობით „ქართული ოცნების ოფისთან, შემდეგ კი ქუთაისის მერიისკენ გადაინაცვლებენ.

ავტორი: ანა ჭეიშვილი