ბათუმის საზღვაო აკადემიის ჭიშკრები ჩაკეტეს და სტუდენტებს ეზოში არ უშვებენ, ხოლო სტუდენტთა ნაწილი, ვისაც გაფიცვა სურს, ადმინისტრაცია გარეთ არ უშვებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს შეუერთდნენ და გაფიცვა გამოაცხადეს.
ამ დროისთვის გაფიცვას 20-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.
ავტორი: სულხან მესხიძე