ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს შეუერთდნენ და გაფიცვა გამოაცხადეს.
ახალგაზრდების თქმით, ისინი უარს აცხადებენ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაზე მანამ, სანამ პარლამენტი „აგენტების კანონს“ არ გაიწვევს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა.
ავტორი: ანა ჭეიშვილი