ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები გაიფიცნენ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები პროტესტს უერთდებიან. მათი განცხადებით, ისინი აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაზე უარს მბობენ.

„ეს აქტი არის მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ უნდა გაიწვიონ რუსული კანონი და შეწყვიტონ ძალის გამოყენება აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

რუსული კანონი აფერხებს საქართველოს ევროპულ მომავალსა და ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებსა და ადმინისტრაციას გააკეთონ ისტორიულად სწორი არჩევანი და დადგნენ ჩვენ გვერდით, ჩვენი და მათი შვილების მომავლისთვის. კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, - წერია სტუდენტების მიმართვის ტექსტში.

ავტორი: სულხან მესხიძე