ბათუმში სტუდენტების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. ახალგაზრდები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ევროპის მოედანზე მიემართებიან.
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“, - მსვლელობისას სიტყვით გამოსვლები და მოწოდებები ისმის.
სტუდენტები ბოლო ორი კვირაა, რაც პერმანენტულ აქციებს მართავენ. პროტესტს ლექტორ-მასწავლებელთა უმრავლესობა არ უერთდება, რაზეც ახალგაზრდები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
ავტორი: სულხან მესხიძე