ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 23:00 საათიდან, ქაშვეთის ეკლესიასთან შეიკრიბებიან

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს, 23:00 საათიდან, ქაშვეთის ეკლესიასთან შეიკრიბებიან და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სანთლებით ხელში, ერთად შეხვდებიან.

„არა რუსულ კანონს!“, - ესაა მთავარი მოთხოვნა, რის გამოც უკვე რამდენიმე კვირაა, რაც პარლამენტთან აქციები იმართება.

გუშინ მოქალაქეები სასტუმრო „პარაგრაფიდან” მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გაემართნენ, მოგვიანებით კი, პროტესტმა ისევ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადაინაცვლა.