გმირთა მოედანზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქცია იმართება, რომლის მონაწილეებმა გზის გადაკეტვას ცდილობენ. მათ ავტომობილების მოძრაობა ცოტა ხნით შეაფერხეს, თუმცა პოლიციამ გზის გათავისუფლება შეძლო.
მანამდე, შსს-ს წარმომადგენელმა აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი, თუ არ იქნებოდა ამის საჭიროება, ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე.
პარალელურად, 19:00 საათისთვის პარლამენტთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.