ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 23 წავიდა.

დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანო მეორე მოსმენით 2 დღის განმავლობაში, მუხლობრივად განიხილავდა.

კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. გასულ ღამეს ხელისუფლებამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.