რუმინეთმა 2007 წელს ევროკავშირში გაწევრიანებიდან მიმდინარე წლის 1 იანვრამდე ევროპული ფონდებიდან 89,4 მილიარდი ევრო მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტმა, შტეფან რადუ ოპრიამ განაცხადა.
მისი განცხადებით ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, საერთო ევროპული ბაზრის სახსრებსა და სარგებელზე წვდომის შედეგად, რუმინეთის ეკონომიკა და ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების დონე გაიზარდა.
კერძოდ, 2007 წელს ევროკავშირში გაწევრიანებიდან 2023 წლის სექტემბრამდე, რუმინეთის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 3,04% შეადგინა და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს 1,2%-ით გადააჭარბა. ამასთან, ეკონომიკაში მინიმალური ხელფასი 2007 წლის 1 იანვრის მაჩვენებლიდან- 390 ლეუდან (84 დოლარიდან) მიმდინარე წლის 1 იანვარს 3,300 ლეუმდე (708 დოლარამდე) გაიზარდა.