ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხარკოვის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, ხარკოვის ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი კი დაშავდა.

ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბის განცხადებით, დილის 10:00 საათზე, რუსულმა ავიაციამ კორექტირებადი ავიაბომბები ბოგოხუდოვის რაიონის სოფელ ზოლოჩოვოზე ჩამოყარა.

დაუღუპა ორი ადამიანი, რომლებიც ავტომობილში ისხდნენ. ასევე, ცეცხლი გაუჩნდა სამ მანქანას, რის შედეგადაც 77 წლის კაცი და 74 წლის ქალი დაშავდნენ.