ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რუსეთში, 72 წლის ქალი, ომთან დაკავშირებული ვიდეოების გაზიარებისთვის, 5,5 წლიან სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის

რუსეთის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 72 წლის პენსიონერი ქალი, რომელსაც საქალაქო სასამართლომ ომთან დაკავშირებით ფეიქების გავრცელებისთვის, 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როსტოვის სასამართლოში გამოსვლისას, პენსიონერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეწყალებას ითხოვდა. გაზიარებული ვიდეოებიდან ერთი მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას უკავშირდებოდა, ხოლო მეორეში პატარა გოგონა პუტინს მოკვლით ემუქრებოდა.

საქალაქო სასამართლომ ევგენია მაიბოროდას თავისუფლების აღკვეთის განაჩენი იანვარში გამოუტანა. პენსიონერმა ბრალი აღიარა, თუმცა პოლიტიკური სიძულვილის მოტივს არ დაეთანხმა.

საკუთარი პოზიცია ქალმა იმით ახსნა, რომ მისი ძმა უკრაინაში დაბომბვისას ნანგრევებში მოყვა. მაიბოროდა „არმიის დისკრედიტაციის“ მოტივით ერთხელ უკვე დაჯარიმებული იყო.