ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კოლუმბია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

კოლუმბიის მემარცხენე პრეზიდენტმა ისრაელი პალესტინელების გენოციდში დაადანაშაულა, რასაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი შეფასება მოჰყვა.

გუსტავო პეტრომ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა და მის მთავრობას პალესტინელების „გენოციდში“ დასდო ბრალი.

„თუ პალესტინელი ხალხი დაიღუპება, განადგურდება მთელი კაცობრიობა და ჩვენ არ დავუშვებთ მის განადგურებას“, - აღნიშნა მემარცხენე პარტიების კოალიციის პოლიტიკოსმა. მან დაამატა, რომ ისრაელთან ურთიერთობა 2 მაისს შეწყდება.

საპასუხოდ, ისრაელის ხელისუფლებამ მკაცრად დაგმო კოლუმბიის პრეზიდენტის განცხადება. „ისტორია გვიჩვენებს, რომ ის მონსტრების მხარეს დადგა,“- განაცხადეს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ხელმძღვანელმა, ისრაელ კაცმა პეტროს „ანტისემიტი“ უწოდა.