ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„გორგიამ“ დამცავი სათვალეებისა და აირწინაღების მარაგების შევსების შესახებ პოსტი წაშალა

დღეს დემონსტრანტების მხარდასაჭერად ჰიპერმარკეტმა „გორგიამ“ ფეისბუქ-პოსტი გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სათვალეების და აირწინაღების მარაგები შევსების პროცესშია და მათზე საგანგებო ფასდაკლებაც მოქმედებს. ამ დროისთვის აღნიშნული პოსტი ჰიპერმარკეტის ვებგვერდზე აღარ იძებნება.

ამასთან, ფეისბუქის მომხმარებელმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც „გორგიაში“ სათვალეების და აირწინაღების რიგში მყოფი ადამიანებია აღბეჭდილი.

დღესვე მშვიდობიანი დემონსტრანტების მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელა ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ, რომელშიც აქციის დაშლის დროს საჭირო ფიზიოლოგიურ ხსნარს და პირბადეს უფასოდ სთავაზობს.

„მხოლოდ დღეს! თბილისის PSP აფთიაქებში ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღებას უფასოდ შეძლებ. 1 მომხმარებელზე გაცემა 1 ცალი ფიზიოლოგიური ხსნარი და 3 ცალი პირბადე“ - ნათქვამია განცხადებაში.

გასულ ღამეს ხელისუფლებამ ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტების დასაშლელად წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.