„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისისკენ მიემართებიან.
ისინი მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ.
11 მაისის მასშტაბურ აქციამდე პროტესტი რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
აქციების კვირეული დაიგეგმა ასევე რეგიონებში, რომლის ფარგლებშიც, პირველი აქცია კახეთში გაიმართა. რაც შეეხება სხვა რეგიონებს - 8 მაისს აქციები გორში, ქუთაისსა და ბორჯომში იგეგმება.
9 მაისს ზუგდიდში, ხოლო 10 მაისს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მოქალაქეები ბათუმში შეიკრიბებიან.