„არა მონობას, არა რუსულ ოცნებას, სად მივდივართ? - ევროპაში“ - ასე სკანდირებდნენ დღეს ქუთაისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც „აგენტების კანონს“ უკვე 24-ე დღეა აპროტესტებენ.
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებს, სახელისუფლებო პარტაქტივი დახვდათ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და სუს-ის თანამშრომლები.
აქცია-მსვლელობამ მოგვიანებით ქუთაისის მერიისკენ გადაინაცვლა.
ავტორი: ანა ჭეიშვილი