ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა და სტუდენტების პროტესტს შეუერთდა

ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გოჩა სურგულაძემ თანამდებობა დატოვა და სტუდენტების პროტესტს შეუერთდა.

მანამდე სურგულაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და ხელისუფლება გააკრიტიკა.

მისი შეფასებით, სტუდენტების გაფიცვა ლეგიტიმურია და მათ საზოგადოების წინაშე აქვთ „ვალდებულება ჩაუდგნენ მსგავს საპროტესტო მუხტს სათავეში”.

„კრიზისულ სიტუაციებში, მაშინ როცა საზოგადოებას პოლიტიკური ძალების (პარტიების) მიმართ აქვს უნდობლობა, მხოლოდ სტუდენტებს შეუძლიათ სახალხო-სამოქალაქო პროტესტს ჩაუდგნენ სათავეში.

სტუდენტებს უფლება კი არა, არამედ აქვთ დაუწერელი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ იყვნენ პროგრესის ავანგარდი და ჩაუდგნენ მსგავს საპროტესტო მუხტს სათავეში.

სტუდენტებს შეცდომების დაშვების უფლებაც აქვთ! და საბოლოოდ

#არა ანტიდემოკრატიულ კანონს, რომელმაც კიდევ ერთხელ გახლიჩა ქართული საზოგადოება.

#კი მხარდაჭერა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ანტისახელისუფლება/ანტიბიძინა მანიფესტაციებში.

P.S.: არ მსურდა საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს,” – წერს გოჩა სურგულაძე.

ავტორი: სულხან მესხიძე