,,მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა", - ჭავჭავაძის გამზირზე ამ ლოზუნგით საპროტესტო მარში მიმდინარეობს. მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს. ისინი ფილარმონიიდან ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობით მიდიან.
აქციაზე იმყოფებიან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, აბიტურიენტები, ასევე მათი მშობლები და პროფესორ-მასწავლებლები. ადგილზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
აქციის მონაწილეები ,,აგენტების შესახებ" კანონს აპროტესტებენ.