ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი კობახიძე: სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია

რეალურად, სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ შეზღუდვები გავრცელდა ცალკეულ მოსამართლეებზე, თუმცა ამით ვერანაირად ვერ შეზღუდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა და თავად მიიღეს რეპუტაციული ზიანი.

,,რამდენიმე თვის წინ შეზღუდვები გავრცელდა რამდენიმე მოსამართლეზე, მათ შორის სამ მოქმედ მოსამართლეზე და შედეგად მიიღეს ერთადერთი - საკუთარი რეპუტაციის შელახვა. ვერანაირად ვერ შეზღუდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მისი ქმედითობა და სამაგიეროდ, თავად მიიღეს რეპუტაციული ზიანი, როდესაც დადასტურდა, მათ შორის მათივე განცხადებებით, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაასანქცირეს მოსამართლეები. რა თქმა უნდა, ასეთივე კონტრპროდუქტიული იქნება სანქციებით მუქარა, რომელიც დაკავშირებულია უკვე პოლიტიკური თანამდებობის პირებთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ და როცა მინიშნება უკავშირდება შესაძლო განვითარებას შენს ქვეყანაში კონკრეტული თანამდებობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი.

„როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ და როცა მინიშნება უკავშირდება შესაძლო განვითარებას შენს ქვეყანაში კონკრეტული თანამდებობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შანტაჟი და მუქარა დარჩება შანტაჟად და მუქარად. მე მგონია, რომ ეს მუქარა და მთლიანად, ეს შანტაჟი არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟს და მუქარას ახორციელებენ", - განაცხადა პრემიერმა.