ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი ქადაგიშვილი: მუქარა, სანქციები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს, კონტრპროდუქტიულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მუქარა, სანქციები, ბრალდებები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში საფუძველი არ აქვს, კონტრპროდუქტიულია და არც ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის და არც საერთო ინტერესების განვითარებისათვის კარგს არაფერს იძლევა.

„ვფიქრობ, ეს კანონპროექტი არის გარკვეული იმპულსის მიმცემი და სინამდვილეში ამ კანონპროექტის მნიშვნელობა არ არის ისეთი დიდი მნიშვნელობის, რომ ამას შეეძლო ამხელა გეოპოლიტიკური მასშტაბის ვნებათაღელვა მოჰყოლოდა. ვფიქრობ, ეს მუქარა, სანქციები, ბრალდებები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში საფუძველი არ აქვს, კონტრპროდუქტიულია, რადგან ეს არაფერს კარგს არ იძლევა, არც ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის და არც საერთო ინტერესების განვითარებისათვის. ჩვენ დავინახეთ, როდესაც ამ კანონზე დაიწყო საუბარი, პირველივე დღიდან ამ კანონთან დაკავშირებით რაიმე კონსტრუქციული თანამშრომლობის ან აზრთა გაცვლა-გამოცვლის ნებისმიერი პლატფორმა ჩაკეტეს, მოსპეს პარლამენტშიც, საერთაშორისო ექსპერტების დონეზეც, დიპლომატიურ კორპუსთანაც და ა.შ. მიუხედავად ჩვენი მრავალმხრივი შეთავაზებისა. ვფიქრობ, გავა რაღაც პერიოდი, როდესაც ისევ მოხდება არსებული ვითარების გადაფასება და ისევ დაბრუნება იქითკენ, რა უნდა გაკეთდეს, რათა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ზოგადად მართლაც ხარისხობრივად განვითარების უკეთეს ეტაპზე ავიდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.